siRnaRis municipaliteti  
  

 

 

siRnaRis municipalitetis soflebi
სიღნაღის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 2 ქალაქი, 12 ტერიტორიული ორგანო და 18 სოფელი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ანაგის, ბოდბის, ბოდბისხევის, ვაქირის, ილიაწმინდის, მაღაროს, ნუკრიანის, საქობოს, ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ძველი ანაგისა და ჯუგაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფართობია 1251 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 29 948 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 23,9 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი სიღნაღი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ბოდბისხევი (2665 ადამიანი), სიღნაღიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ერისიმედი (65 კმ.).

 

1 ანაგა 6 ილიაწმინდა 11 ტიბაანი 16 ხირსა
2 ბოდბისხევი 7 მაშნაარი 12 ქვემო ბოდბე 17 ხორნაბუჯი
3 ერისიმედი 8 მაღარო 13 ქვემო მაჩხაანი 18 ჯუგაანი
4 ვაქირი 9 ნუკრიანი 14 ყარაღაჯი    
5 ზემო ბოდბე 10 საქობო 15 ძველი ანაგა